წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საჩინოში ხიდი დააზიანა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდი დააზიანა.

საჩინოს ერთეულში ადმინისტრაციულ მერის წარმომადგენლის, ბელა კვირკვიას ინფორმაციით, 12 ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

მისივე თქმით, უხვმა ნალექმა შიდა საუბნო გზებიც დააზიანა და დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილი.

„ხიდის დაზიანების შედეგად 12 ოჯახია გარე სამყაროს მოწყვეტილი, მათ შორის არიან მოხუცები და ერთი ფეხმძიმე ქალი. ფეხით გადაადგილება შეუძლებელია და მისასვლელად შემოვლითი გზაც არ არის. სამხარეო ადმინისტრაცია უკვე ინფორმირებულია და ველოდებით მძიმე ტექნიკის მოსვლას”, - აღნიშნა ბელა კვირკვიამ.

ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან. უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება