საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები შვედ პარტნიორებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მმართველმა გუნდმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებთან ერთად, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) წარმომადგენლებს, რეგიონის მასშტაბით, ასოციაციის საქმიანობა გააცნეს.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კარტოფილის, ლოკოკინების, თაფლის, სელის ზეთის, რძის ფერმის, მესხური ტრადიციული ყველის წარმოებასა და აგროტურისტულ მეურნეობაში. აღნიშნული ფერმერული მეურნეობები საკუთარ აგროსაქმიანობას ფერმერთა ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებენ და რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ვიზიტის ფარგლებში, ფერმერთა ასოციაციის მმართველმა გუნდმა შვედ პარტნიორებს ერთი წლის სამუშაო ანგარიშიც წარუდგინა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს. შვედეთის საელჩოსთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (Sida) წარმატებული პარტნიორობისა და აქტიური დახმარების ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული აქტივობა მუდმივად იზრდება და არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და ინიციატივას აერთიანებს.

„მოხარულები ვართ, რომ შვედეთის საელჩოსთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან წარმატებული პარტნიორობის გამოცდილება გვაქვს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის მასშტაბით ყველა ფერმერისა და აგროსაქმიანობაში ჩართული ორგანიზაციისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი პროექტები, მრავალფეროვანი სერვისები და საგრანტო თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობები. სწორედ, შვედი პარტნიორების დახმარებით, ყოველწლიურად მზარდია რეგიონალური აქტივობები, რაც აგროსექტორის გაძლიერებასა და რეგიონალურ განვითარებას უწყობს ხელს”, - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით , საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ოთხ რეგიონში, რეგიონალური ოფისები გახსნა და სრული დატვირთვით აამოქმედა. ასევე, 2020-2024 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად