კუმარ აიერი - ვიზიტის მიზანი რუსეთში 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი იყო - ჩვენი ჯგუფი 5-6 ქვეყანაში უკვე იყო, საქართველოდან სომხეთში მივდივართ

ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი იყო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა განაცხადა.

“მხოლოდ რამდენიმე სიტყვას დავამატებ, ვინაიდან სრულად ვიზიარებ რაც ელჩმა ო’ბრაიენმა განაცხადა. რამდენჯერმე განმეორდა ეს კითხვა და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი ზუსტად 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა აიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში