თეა ახვლედიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ალან პარსელთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ალან პარსელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება და წარმატებები უსურვა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა აშშ-ის ელჩის მოქმედი მოადგილე რაიან ჰარისი, რომელსაც მინისტრმა მადლობა გადაუხადა გასული წლების მანძილზე ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და შეაჯამა გაწეული ერთობლივი საქმიანობა.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის უაღრესად დიდი მნიშვნელობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის გზით.

მხარეებმა განიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესი, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება. ასევე, საუბარი შეეხო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში აშშ-სთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, სამომავლო გეგმებს და ახალ ინიციატივებს.

მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს და მჭიდრო კოორდინირებული პარტნიორობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს