კასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულების პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 29 ივნისს გაიმართება

2021 წლის 13 მარტს, კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდადებულების სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 29 ივნისს გაიმართება.

მოკლულის დედა, ხათუნა რაზმაძე აცხადებს, რომ ოჯახის მოსაზრებით და არსებული მთელი რიგი გარემოებებით რაც იკვეთება, ჩხაიძე მკვლელობის თანამონაწილეა, კახიშვილის თანამზრახველია და მისი პასუხისმგებლობაც მკვლელობის მუხლით უნდა დამდგარიყო.

,,სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაიმართება დასკვნითი სხდომა. ჩხაიძე სასჯელის - 5,6 წლით პატიმრობის შემსუბუქებას ითხოვს, კახიშვილი კი - პასუხისმგებლობის საერთოდ მოხსნას. ბუნებრივია, დავესწრები სასამართლო პროცესს და ძალიან მაინტერესებს, რის თქმას აპირებს თითოეული მათგანი, რის საფუძველზე ითხოვს ერთი - სასჯელის შემსუბუქებას და მეორე - საერთოდ ბრალდების მოხსნას. ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი უთქვამთ და ახლა რისი თქმა მოინდომეს, რა მოიფიქრეს. ადამიანი თუ მართალია, ის 2 წლის განმავლობაში დუმს და ხმას არ იღებს ასეთ დანაშაულსა და ასეთ ბრალდებაზე?!

აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ეს, გოგო, ჩხაიძე, რომელიც ამჟამად დანაშაულის დაფარვისთვისაა მსჯავრდადებული, ჩვეულებრივ, მკვლელობის თანამონაწილეა და უნდა გასამართლებულიყო შესაბამისი მუხლით, მაგრამ, ვთვლი, რომ მამის გავლენით მოხდა, რომ მკვლელობის მუხლით არ აგო პასუხი კანონის წინაშე, საერთოდაც, სწორედ მამის გავლენებით მოხერხდა, რომ მკვლელობის ფაქტიდან მხოლოდ 47 დღის შემდეგ მოხდა მისი დაკავება და ან ახლა როგორ ითხოვს სასჯელის შემცირებას, ეს ქალი არის საშიში, საშიშია პირველ რიგში, მისი შვილებისთვის. ვიდრე ჩემი შვილი ცოცხალი იყო, როდესაც ამ გოგომ ხელები დაისერა (და შემდგომ განაცხადა, თითქოს, ქმრის მხრიდან ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა), იმ მომენტში ოთახში იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც და ამ ყველაფერს უყურებდნენ. სწორედ ამ ბავშვებისთვისაა საშიში ეს ქალი, ხვალ და ზეგ რას ჩაიდენს, არავინ იცის. მე, ჩემი შვილის საფლავის და მისი სურათების გარდა არაფერი დამრჩა, ორივემ უნდა აგოს პასუხი. ორივემ იცოდა, რომ ჩემი შვილი არ აპატიებდა მათ ერთმანეთთან მიმოწერასაც კი და მითუმეტეს - ურთიერთობას, ამიტომ, დაასწრეს და მოიშორეს“, - განაცხადა მოკლული ნოდარ ღუნაშვილის დედამ ხათუნა რაზმაძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა მოკლულის მეგობარი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს მოკლული მამაკაცის მეუღლე - ქეთევან ჩხაიძე.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი. 2021 წლის 3 დეკემბერს კი, გორის რაიონულმა სასამართლომ კახიშვილს უვადო, ჩხაიძეს კი 5,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით