გიორგი რუხაძე - სანქციების საკითხზე სამი უწყების მხრიდან ორკესტრირებული ჩამოსვლა შემთხვევით არ არის, ანუ ძალიან სერიოზული ეჭვია - დღეს ვერ დავინახავთ დახურულ კარს მიღმა რაზე იყო საუბარი,  გარეთ ეს ხალხი არ იტყოდა, რომ საქართველო არის „შავი ხვრელი"

სამი უწყების მხრიდან ასეთი ორკესტრირებული ჩამოსვლა შემთხვევით არ არის, ანუ ძალიან სერიოზული ეჭვია. ესტონეთში, მოლდოვაში, ლატვიაში რატომ არ ჩავიდნენ? , - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტმა, გიორგი რუხაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სანქციების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, თუკი საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიფინგზე არ გააჟღერებნენ.

„ეს ადამიანები არ იღებენ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირის შემთხვევაში 27 სახელმწიფოს მეთაური, აშშ-ს შემთხვევაში აშშ-ს ხელისუფლება. ბრიფინგზე არ ილაპარაკებდნენ ამაზე. ბუნებრივია ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მკაცრად გააფრთხილებდნენ.

დღეს ვერ დავინახავთ დახურულ კარს მიღმა რაზე იყო საუბარი. გარეთ, ეს ხალხი არ იტყოდა, რომ საქართველო არის „შავი ხვრელი“, - განაცხადა რუხაძემ.

კითხვაზე, გაამკაცრებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება კონტროლს რუსეთთან საზღვარზე, რუხაძემ აღნიშნა, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება გაამკაცრებს კონტროლს საზღვარზე.

„მგონია, რომ გაამკაცრებს კონტროლს, რადგან სამი უწყების მხრიდან ასეთი ორკესტრირებული ჩამოსვლა შემთხვევით არ არის ანუ ძალიან სერიოზული ეჭვია. ესტონეთში, მოლდოვაში, ლატვიაში რატომ არ ჩავიდნენ?

38 დასახელების ელექტროსაქონელი, რომელსაც რუსეთი სამხედრო ინდუსტრიაში იყენებს, თუ ეს საქართველოს გავლით გადიოდა, მაშინ უკვე პრობლემები გვქონია. როგორ გგონიათ ამას გვერდს აუვლიან და მაინც გაატარებენ?! - ამას მართლა სანქციები მოჰყვება. მე მგონია, რომ ასე ორკესტრირებულად ჩამოსვლა და ბრიფინგზე 38 დასახელების საქონლის გაჟღერება, ეს უკვე წითელი ხაზია“, - განაცხადა რუხაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს