სალომე სამადაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხებს არ ველოდებით - რუსულ ხელისუფლებას პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა

პრემიერი პირადადაა პასუხისმგებელი, რომ 12 მოთხოვნიდან მხოლოდ სამია შესრულებული და ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, ვერ მიიღოს სტატუსი წელს. მისგან პასუხებს არ ველოდებით. რუსულ ხელისუფლებას პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშში ბევრი ტყუილი წერია.

"ჩვენ გავეცანით პრემიერ-მინისტრის ანგარიშს. სიმართლე იქ ალბათ, ძალიან ცოტა რამ წერია. რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში. პრემიერ-მინისტრი არის პირადად პასუხისმგებელი, რომ ევროკავშირის მოთხოვნების წარდგენიდან ერთი წლის თავზე, დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ სამია შესრულებული 12-დან და საქართველო დგას საფრთხის წინაშე, რომ მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ. ამასთან დაკავშირებით იქნება შეკითხვები, ასევე, მთელ რიგ ტყუილებზე, რომელსაც ანგარიშში წერს, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას. საქართველოს მოქალაქეები დამეთანხმებიან, რომ გაზრდილი ფასების, ინფლაციის და უმუშევრობის გარდა ვერანაირ ეკონომიკურ შედეგს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის შედეგად ვერ ხედავენ. პასუხი ამ რუსულ ხელისუფლებას უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, ჩვენ არ ველოდებით არანაირ პასუხს რუსული ხელისუფლებისგან. პასუხი ამ პრობლემებს უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა და გაისტუმროს "რუსული ოცნება" ხელისუფლებიდან," - განაცხადა სამადაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა