1-ელ ივლისს თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით, 1-ელ ივლისს თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) უკვე მეორედ გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციაზე შეიკრიბებიან ლიდერი ქალები მთელი მსოფლიოდან, რათა კიდევ ერთხელ გააჟღერონ გზავნილი მშვიდობის, ერთგულებისა და კონფლიქტების წინააღმდეგ.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს პრეზიდენტი.

„მაღალი დონის პანელის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლა ბეარი, რომლებიც თბილისს საქართველოს პრეზიდენტის პირადი მოწვევით სტუმრობენ.

პანელის მეორე ნაწილში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი და დოქტორი რუთ მიჩელი.

მთელი დღის განმავლობაში, კონფერენცია მოიცავს პანელებს, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ კონფლიქტების წინაშე მყოფი ქალებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: ქალი კორესპონდენტების თვალით დანახული კონფლიქტები, ქალების მიერ მოყოლილი ომის ისტორიები, კასპიისა და შავი ზღვის კავშირებადობა, ქალების როლი კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, განიხილება ქალების მმართველობითი როლი კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდებში.

კონფერენცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს უკრაინელი ხალხისა და განსაკუთრებით უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მესიჯს. მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, კონფერენციაზე ასევე ყურადღება გამახვილდება კავკასიის რეგიონზე, მის გამოწვევებსა და უსაფრთხოებაზე.

კონფერენციის დასკვნითი პანელი საქართველოს პრეზიდენტისა და მედიის შეხვედრას დაეთმობა, რომელსაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაესწრებიან.

საინაუგურაციო კონფერენცია, რომელიც ამ ტიპისა და დონის პირველი შეკრება იყო რეგიონში, გასული წლის 17 ივნისს ჩატარდა და მან გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები - პოლიტიკიდან, დიპლომატიიდან, კულტურიდან, ბიზნესიდან, სპორტიდან სამოქალაქო საზოგადოებიდან, მედიიდან და ასევე ქალები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს კონფლიქტის ტრაგედია.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორც სახელმწიფოებს შორის ასევე, საზოგადოებებში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე მეორედ ამ ინიციატივის განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ოფისთან საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით