მიხეილ სააკაშვილი - კარგად ვიცნობ პუტინს, ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული, მე ის არ მახსოვს - ოდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი თავს იმცირებს

მე კარგად ვიცნობ პუტინს, ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული, მე ის არ მახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

სააკაშვილის განმარტებით, უახლოეს პერიოდში, უკრაინელები ბახმუტს დაიბრუნებენ.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში. შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე.

პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას. ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს. დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში, პუტინი ჩემს სტილში გავიდა ხალხში. ამხელა რუსეთში, ვერსად ვერ გარისკეს და ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში - დაღესტნის დერბენტში ჩაიყვანეს, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზება. ოდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე იმცირებს თავს, ეს ყველაფრის მთქმელია“, - წერს სააკაშვილი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება