ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ტყუილი და რეალურად თქვან, რას აპირებენ, რომ გატარდეს აუცილებელი დემოკრატიული რეფორმები ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს წინსვლისთვის

კითხვების ნაწილი არ გამომიყენებია, იმიტომ, რომ მე არ მაქვს კითხვები პრემიერთან, მას აქვს გასაცემი პასუხები საზოგადოების წინაშე იმ ტყუილებზე, რომლებსაც ავრცელებს, მათ შორის, რეკომენდაციების „შესრულებასთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ტყუილებზე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანაში 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანია,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა იყო ზიზღის ტირაჟირება, რაც აჩვენებს, რომ ის ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას ზიზღის ტირაჟირებით გამოწვეული ძალადობის გამო.

„ეს იყო ტყუილებისა და ზიზღის კასკადი და ვუთხარი კიდეც, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ზიზღის ტირაჟირების გამო და ამით გამოწვეული ძალადობების გამო მას ეკისრება, პირველ რიგში, როგორც ადამიანს. აქ მახსენდება და არ უნდა დაგვავიწყდეს ლექსო ლაშქარავა, რომლის სიკვდილამდე ცემასაც სწორედ ღარიბაშვილმა აუნთო მწვანე შუქი რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული განცხადებებით და თუ ვერ აცნობიერებს ის პასუხისმგებლობას, მაშინ ვინმემ უნდა უთხრას ამის შესახებ. შიგნიდან, როგორც ჩანს, ვერ ბედავენ ან უნდათ, რომ ბოლომდე გადაიჩეხოს, ამიტომ გარედან მოუწია მას ამის მოსმენა რამდენიმე დეპუტატის მხრიდან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მხოლოდ ნების გამოხატვა და საკმარისი არ არის იმ პირობებში, როდესაც ნაცვლიშვილის შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებული.

„მხოლოდ ნების გამოხატვა და საუბარი საკმარისი არ არის - ის რაც ხდება თბილისის და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში, ძალადობას ვგულისხმობ, ის რაც ხდება პარლამენტში, ძალადობას ვგულისხმობ, ძალადობის მოწონებასა და გამართლებას, ეს ფონი, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე ფონი და სერიოზულ კითხვებს აჩენს სიტყვა და საქმე რამდენად არის ერთი. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის შუალედური შეფასება ამბობს, რომ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული. ამაზე, რა საკვირველია, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში ის ატყუებდა საკუთარ მოქალაქეებს, როცა ეუბნებოდა, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნებოდა და ის ყველაფერს გააკეთებდა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, ამიტომ ახლა, როცა ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, პირველ რიგში, ეს ტყუილი უნდა აღიარონ და შემდეგ უნდა თქვან რეალურად, რას აპირებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს წინსვლისთვის აუცილებელი დემოკრატიული რეფორმები იყოს გატარებული“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით