სალომე ზურაბიშვილი - ვეტო სამჯერ გამოვიყენე და ყველა ჯერზე დაკავშირებული იყო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვასთან

ვეტოს დადება ყველა ჯერზე დაკავშირებული იყო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვასთან - ინსტიტუტების დამოუკიდებლობა არის გასაფრთხილებელი ყველასგან, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ამასთან ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეფერხება ეროვნულ ბანკში რაზეც იყო საუბარი, არ ყოფილა.

„რაც ეხება ვეტოებს, დაითვალეთ რამდენი კანონი იქნა მიღებული და რამდენჯერ გამოვიყენე, სამჯერ გამოვიყენე, ერთი იყო ის „რუსული კანონი“, რომელიც არ მივიდა ბოლომდე, სამივეჯერ ეს არის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვასთან დაკავშირებული. ეს არის ჩვენი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეყნის რეპუტაციისთვის უმნიშვნელოვანესია და ორი კანდიდატი ახლა კი არ ჩამიგდეს, ორი ჩააგდეს მანამდე, გაწერეს ისე, რომ შეუძლებელი გახდა... მერე ამბობენ, რომ თუ არ დანიშნე ბორდში, თურმე ეს ხელს უშლის ამ ორგანოს მუშაობას, როცა მშვენივრად მუშაობდა, არ აკლდა არავინ ბორდში, რომელსაც სხვათა შორის, არ აქვს ძალიან დიდი როლი, სამწუხაროდ და გასაძლიერებელია, იყო მოვალეობის შემსრულებელი სრულიად პასუხისმგებელი, პროფესიონალი და ყველასთვის მისაღები ადამიანი. ასე რომ, არავითარი შეფერხება ამით არ ყოფილა. იყო მცდელობა, რომ ხაზი გამესვა იმაზე, რომ არ შეიძლება შენ „მაწვებოდე“ იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც უნდა დანიშნო და თუ არ დანიშნავ, მაშინ ეს ხდება მიუღებელი. არ შეიძლება, ჩვენი ინსტიტუტების დამოუკიდებლობაა ის, რაც რჩება, იგივე ეხება ცესკოს თავმჯდომარეობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა არის გასაფრთხილებელი ყველასგან, გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩემი გზავნილი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა