დიმიტრი ხუნდაძე - „გირჩი“ რადიკალიზაციის მთავარ წყაროდ გვევლინება და ამისათვის ახალგაზრდების რესურსის გამოყენება სურს

დასავლეთი თან პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვს ქვეყანაში და ამავდროულად მათი ორგანიზაციები პოლარიზაციის უკიდურეს ფორმას - რადიკალიზმს აფინანსებენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს უკვე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, არამედ ღია ქმედებაა საზოგადოების თვალის ასახვევად.

„რადიკალიზმი საქართველოში ყოველდღიურად აქტიურდება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის რადიკალური დაჯგუფება ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, მათ შორის IRI -დან.

ძალადობას ახალგაზრდებს სამშობლოს ხსნად წარუდგენენ და ამისთვის უტარებენ სემინარებსაც და წინააღმდეგობის პრაქტიკულ ჩვევებს აცნობენ. "გირჩისგან" ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ იქნებ დამფინანსებლებმა განმარტონ, ძალადობას რატომ ახალისებენ საქართველოში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თორმეტპუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ დეპოლარიზაციაა?

გამოდის, რომ დასავლეთი თან პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვს ქვეყანაში და ამავდროულად მათი ორგანიზაციები პოლარიზაციის უკიდურეს ფორმას - რადიკალიზმს აფინანსებენ. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ეს უფრო ღია ქმედებაა საზოგადოების თვალის ასახვევად, თუმცა, დღეს ამ საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი გამჭვირვალეა. "გირჩის" მიერ უცხოური დაფინანსებით დატრენინგებული ახალგაზრდები მალე რევოლუციონერებად მოგვევლინებიან, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ თანხების ხარჯვითი ეფექტი უშედეგო იქნება", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად