ხარაგაულის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო

ხარაგაულის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო. კამათი ოპოზიციის ინიციატივას მოყვა. მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროებითი კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების თქმით, ხარაგაულში მძიმე ვითარებაა სოციალური მიმართულებითაც, ადგილობრივი ხელისუფლება კი პირად კომფორტს იწყობს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სხდომაზე განაცხადა, უკვე არსებობს ინფრასტრუქტურის კომისია და ამიტომ ოპონენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ სხდომას არ ჩაატარებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ სხდომა დღის წესრიგით გაგრძელდა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება