ირაკლი კობახიძე - თანამედროვე დემოკრატია ეფუძნება არა კონსენსუსის კულტურას, არამედ უმრავლესობის მმართველობას - პოლიტიკურ ძალებსა და მათ პატრონებს უნდათ, რომ ცესკო ოპოზიციის ხელში იყოს, რაც პრინციპულად მიუღებელია

თანამედროვე დემოკრატია კონსენსუსის კულტურას არ ეფუძნება - თანამედროვე დემოკრატია ეფუძნება არა კონსენსუსის კულტურას, არამედ უმრავლესობის მმართველობას! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ განმარტა, დემოკრატია თავისი არსით უმრავლესობის მმართველობაა და საზოგადოებას მიმართა, რომ ამ მხრივ არაკომპეტენტურ და არაჯანსაღ განცხადებებს არ აყვნენ.

“თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისის გარდა, თანამდებობის პირების არჩევის პროცესში კვალიფიციური უმრავლესობის წესი არ მოქმედებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თეორიულადაც რომ ფიქრობდე, რომ ცესკოს რაღაცის გაფუჭება უნდა, ისეთი რეფორმები გატარდა, რომ ცესკო ვერაფერს გააფუჭებს.

“მთავარია მან ტექნიკური ადმინისტრირება განახორციელოს, ხოლო ცესკოს თუ ოპოზიციის ხელში აღმოჩნდება, მან შეიძლება გააფუჭოს ის, რომ შემაჯამებელი ოქმი არ დაამტკიცოს და საბოტაჟი განახორციელოს.

თეორიულად, თუ რაიმე ცესკომ შეიძლება გააფუჭოს, იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ოპოზიციის ხელში აღმოჩნდება. როგორც შეიძლება ცესკო ოპოზიციის ხელში იყოს? ის უნდა იყოს ობიექტური, ნეიტრალური ინსტიტუცია, რომელიც არჩევნებს სათანადოდ ჩაატარებს, მაგრამ პოლიტიკურ ძალებსა და მათ პატრონებს უნდათ, რომ ცესკო ოპოზიციის ხელში იყოს, რაც არის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ იმას, რომ ცესკოში არაჯანსარ ვითარება შეიქმნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება