ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების მთელი ვერტიკალი უბრალოდ იშლება

ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო - რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ნახევარი მხარს უჭერდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელსა და გასამხედროებული დაჯგუფების ამბოხებას.

შეგახსენებთ, 24 ივნისს „ვაგნერის“ გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა შეიარაღებული ამბოხება წამოიწყო, რუსეთის ორ ქალაქში, დონის როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი მოიპოვა და მოსკოვისკენ დაიძრა. ამბოხების მცდელობა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმებით დასრულდა, პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მიმავალი დაქირავებული მებრძოლების რაზმები უკან დააბრუნა, მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ევგენი პროგოჟინი ბელარუსში გადავიდა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით