ბადრი ჯაფარიძე - ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოსთან, პრაქტიკულად, დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს - ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, ეს არ დაუშვას!

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება, რომ საქართველოს ელჩმა 48 საათის განმავლობაში კიევი უნდა დატოვოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე თბილისში კონსულტაციები გამართოს, პრაქტიკულად, დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტას ნიშნავს.

ჯაფარიძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა.

„ჩვენი უახლოესი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი, პრაქტიკულად, დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, რადგან მოითხოვა, რომ 48 საათის განმავლობაში საქართველოს ელჩმა დატოვოს უკრაინა. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის.

„ქართული ოცნების“ მეცადინეობით, ომში მყოფ მეგობარ ქვეყანასთან ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი ურთიერთობები, რაც მხოლოდ მოსკოვს ახარებს.

რუსეთისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუარესება არის პირდაპირ ის, რისი სურვილიც აქვს რუსეთს. ახლა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უკრაინასთან!“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით