თბილისში „ბიბლუსის“ რიგით მესამე ფრენშაიზ მაღაზია გაიხსნა

ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვიდან რვა თვეში „ბიბლუსმა“ რიგით მესამე ფრენშაიზ მაღაზია გახსნა.

ფილიალი ავჭალის რაიონში, ლიბანის #19-ში მდებარეობს. 4 ივლისს, გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზიაში მისულ სტუმრებს სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება დახვდებათ.

როგორც „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ ახალი ფრენშაიზ ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, დახვეწოს პარტნიორების მხარდაჭერის პროცესი, რათა მათ ბიზნესში წარმატებას მიაღწიონ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით რეგიონების მასშტაბით ახალი ფრენშაიზ მაღაზიების გახსნა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცირე ბიზნესის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის, არამედ წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვისაც.

„ადგილობრივი კომპანიების მიერ ფრენშაიზის დანერგვა, ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: პირველი - შენ აზიარებ შენს წარმატებულ პროდუქტს და ხალხს აძლევ შესაძლებლობას, სარგებელი მიიღონ და მეორე - შენი კომპანიისთვის ქმნი ქსელის სწრაფი განვითარების შესაძლებლობას“, - აღნიშნა ირაკლი გაგნიძემ.

აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსის“ პირველი ფრენშაიზ მაღაზია თბილისში 2022 წლის ოქტომბერში საბურთალოზე (ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), მამასახლისოვის 2ბ-ში გაიხსნა, მეორემ კი ფუნქციონირება 2023 წლის ივნისში, ი. სუხიშვილის #36-ში დაიწყო.

კომპანია აგრძელებს ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს და მალე წიგნის მოყვარულებს ახალ ფილიალებს შესთავაზებს.

„ბიბ­ლუ­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ის ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსე­ლია, რომ­ლის მი­ზა­ნია, წიგ­ნი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს. „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფი“ ბა­ზარ­ზე უკვე 15 წე­ლია ოპერირებს და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის გარ­და აერ­თი­ა­ნებს სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ებს - „პეპელას“, „XS Toys-ს“, მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ებს - „მულ­ტის“ და კა­ფე­ე­ბის ქსელს „პი­ა­ტოს“. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში 125 სა­ვაჭ­რო სივ­რცეს ფლობს და ამ ეტაპ­ზე 3 ფრენ­შა­ი­ზი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში