შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის მნიშვნელობას, ფრანკოფონიის სამყაროსთან ჩვენი კავშირების განმტკიცება ამ სულისკვეთების გამოხატულებაა

თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ყველასთვის ნათელია, რომ დამოუკიდებლობა და მშვიდობა აღარ არის უზრუნველი მოცემულობა. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო კარგად აცნობიერებს მის როლს და მნიშვნელობას რეგიონში.

მისი თქმით, ფრანკოფონიის სამყაროსთან საქართველოს კავშირების განმტკიცება სწორედ ამ სულისკვეთების გამოხატულებაა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის, ევროკავშირის და ნატოს მტკიცე პარტნიორის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის როლს და მნიშვნელობას. ფრანკოფონიის სამყაროსთან ჩვენი კავშირების განმტკიცება ამ სულისკვეთების გამოხატულებაა. უსაფრთხოების გარდა, თანამედროვე მსოფლიო ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა სიღარიბე, კლიმატის ცვლილება, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, სხვადასხვა ტიპის უთანასწორობა და მრავალი სხვა. ეს ისეთი გამოწვევებია, რომლებთან გასამკლავებლადაც ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ამ მხრივ უნიკალური და ეფექტიანი ორგანიზაციაა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა. საქართველოს პარლამენტი მზად არის გააგრძელოს მუშაობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და მის წევრ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მოწადინებულები ვართ, გავაღრმაოთ საპარლამენტო თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ხალხთაშორისი კავშირები როგორც კულტურის, ისე განათლების, სპორტის, ეკონომიკის მიმართულებებით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ პლენარულ სესიაზე ოფიციალურად გავხდებით ასამბლეის ასოცირებული წევრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება