შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს - „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს - „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, წარდგინების საფუძველზე -ნომინაციაზე კანდიდატ(ებ)ის წარდგენა შეუძლიათ არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ან/და არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას კონკურსში მონაწილეობა (შესაბამისად, განაცხადის შემოტანა) შეუძლია წარდგინების გარეშეც.

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული - ახალგაზრდა, ახალგაზრდების ჯგუფი, ან ახალგაზრდული ორგანიზაცია; თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)ს გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.

ჯილდო გაიცემა შემდეგი ნომინაციების მიხედვით: ნომინაცია N1 - საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა; კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას: საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ და აფხაზ / ქართველ და ოს წევრებს შორის კონტაქტების განმტკიცებისა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის ინიციატივ(ებ)ში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

(კონკურსის მიზნებისთვის „ინიციატივა“ გულისხმობს ნებისმიერ პროექტს, სამოქალაქო აქტივობას ან საქმიანობას); ნომინაცია N2 - საუკეთესო სამშვიდობო იდეა -კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ და აფხაზ / ქართველ და ოს წევრებს შორის მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საუკეთესო ინიციატივის/საპროექტო იდეის წარმოდგენა; წარმოდგენილი ინიციატივის ინოვაციურობის და განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება; (წარმოდგენილი ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება გულისხმობს, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის სრულად რეალიზების შესაძლებლობის წარმოჩენას). ინიციატივით გათვალისწინებული აქტივობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში, ადგილობრივი პარტნიორ(ებ)ის / პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის მითითება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ნომინაცია N3 - საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი - კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის, ქართულ-აფხაზური / ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის თემაზე კვლევითი, სამეცნიერო ან/და აკადემიური ხასიათის ნაშრომის მომზადება; განხორციელებული თეორიული ხასიათის საქმიანობის შედეგად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ-აფხაზ / ქართველ - ოს წევრებს შორის მშვიდობის მშენებლობის ან/და ნდობის აღდგენის იდეის ხელშეწყობა / პოპულარიზაცია. სამივე ნომინაციის შემთხვევაში კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად პირობებს:

განხორციელებული / განსახორციელებელი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მიზნებთან, ასევე აღნიშნულ სფეროში მოქმედ სტრატეგიულ დოკუმენტებთან; კონკურსის მიზნებისთვის, ნდობის აღდგენის იდეა / საქმიანობა უნდა გულისხმობდეს საოკუპაციო ხაზებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრების, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მაცხოვრებელი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლე პირების ჩართულობას / დაახლოებას; მშვიდობის მშენებლობის / ნდობის აღდგენის იდეა, საქმიანობა ან ამ თემისადმი მიძღვნილი ნაშრომი უნდა ეხებოდეს მხოლოდ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ურთიერთობების თემას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით