პეტრე ცისკარიშვილი - ნატო საქართველოს სთხოვს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, მეორე მხრივ, უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს ქვეყანა - „რუსული ოცნებისგან“ ვერც ერთი მიმართულებით ამის მზაობას ვერ ვხედავ

ნატო საქართველოს სთხოვს დემოკრატიული რეფორმების გატარებას და მეორე მხრივ, უნდა იყოს პოლიტიკური ნება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს ქვეყანა, მაგრამ „რუსული ოცნებისგან“ ვერც ერთი მიმართულებით ამის მზაობას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ხელისუფლებას რეფორმების გატარებას სთხოვს.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ამ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში საქართველოს როლი, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუმცა მისივე თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო ასევე არის პოლიტიკური კავშირიც, რომლისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა.

„შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად მუშაობს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე და, რა თქმა უნდა, ამ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში საქართველოს როლი, ადგილი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაგრამ იმავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო არ არის მხოლოდ ჯარების რეფორმირება, ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანაში იყოს მართლმსაჯულება და სხვა ინსტიტუციები დამოუკიდებელი ერთი კონკრეტული ოლიგარქისგან. სწორედ ამ ტიპის რეფორმების გატარებას სთხოვს შეერთებული შტატები და მთლიანად ნატო საქართველოს, ერთი მხრივ, მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე, აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას ჰქონდეს პოლიტიკური ნება, სურვილი და მისწრაფება იმისაკენ, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში, დღევანდელ დღეს, ვერც ერთი მიმართულებით, ვერც მეორე მიმართულებით „რუსული ოცნებისგან“ მზაობას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით