„ნაციონალური მოძრაობა“ - ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები „რუსული ოცნების” მთავარ დასაყრდენად იქცნენ - ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება!

ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები “რუსული ოცნების” მთავარ დასაყრდენად იქცნენ,- ამის შესახებ განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის საბაზისო ვალდებულებებს, როგორიც არის მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია არ დაუშვას არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა.

ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს.

ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები “რუსული ოცნების” მთავარ დასაყრდენად იქცნენ. სწორედ მათი ხელით, ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი არარსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ბინძურ პროპაგანდას აწარმოებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილის დასავლურ იდეასთან დაპირისპირებას ცდილობს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება!

საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება!

საქართველო რუსული რეჟიმისგან აუცილებლად გათავისუფლდება!

საქართველოს აუცილებლად ეყოლება ევროპული ტიპის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის მუხლჩაუხრელად იმუშავებს!“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?