გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ წამოწყებებსა და ბიზნესთან ერთად დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი კეკელიძე კერძო ბიზნესთან ეროვნული ბიბლიოთეკის შეთანხმებებს აჯამებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ახალი წამოწყებებისა და ბიზნესთან ერთად დაგეგმილი პროექტების ნუსხას გააცნობს და ამით საქმიანობის ამ ეტაპს აჯამებს.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკა ინფორმაციაში აღნიშნავს, ეროვნული ბიბლიოთეკის უმთავრეს მიმართულებებსა და პროექტებს წლების განმავლობაში უჭერდა მხარს კერძო ბიზნესი და დიდი საქმეები გრძელდება.

„დავასრულე ჩემი საქმიანი ბიოგრაფიის ერთი უმნიშვნელოვანესი ციკლი და ვფიქრობ, მხოლოდ ჩემი ბიოგრაფიისთვის არა. ეროვნული ბიბლიოთეკის უმთავრესი საგანმანათლებლო მიმართულებებს კერძო ბიზნესი დაუდგება გვერდით და ჩვენ უკვე ცოდნის გავრცელების მიმართულებით მთავარი მოთამაშეები ვართ - თუმცა ჯერაც მოკრძალებული მემკვიდრეები ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების". ხოლო შეთანხმებათა სია შთამბეჭდავად მოჩანს:

პირველი კორპუსის რეაბილიტაცია, მაჩაბლის სამკითხველო დარბაზი - "ანაგი".

დამწერლობის მუზეუმი - ,,საქართველოს ბანკი"

ციფრული ფოტომატიანე - ,,კოკა-კოლა".

ემიგრაციის მუზეუმი - "სარაჯიშვილი"

სოფლის ბიბლიოთეკები, საგანმათლებო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი" - ,,გალფი"

ბიბლიოთეკები ოკუპაციის გამყოფ ხაზთან - "საქართველოს ფოსტა"

სკვერის ბიბლიოთეკები, წიგნის ბუდეები - ,,ფონდი არველაძეები"

ბიბლიოთეკები ციხეებში - ,,ბიბლუსი" და იუსტიციის სამინისტრო

ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ - "TBC - ბანკი"

ცისფერყანწელების ბაღი (ქუთაისი) - ,,გარდენია შევარდნაძე"

მარო მაყაშვილის ბაღი-სამკითხველო - "თეგეთა"

ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-სამკითხველო (განმუხური) - ნიკო კვარაცხელიას ფონდი.

დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი - ,,სიდ-ჯორჯია".

ახალგაზრდული სამკითხველო - "მასტერკარდი"

მიუსაფარი ცხოველების დაცვა - Animal Rescue Gerogia

ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-რადიო - "შუხმანი"

აღვადგინეთ ლეგენდარული Lib.ge და დავაფუძნეთ Lib-აკადემია.

ამგვარი გიჟური ციკლები სამომავლოდაც იქნება, თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ სიჩქარის დაგდების და სხვა რელსებზე გადასვლის დროა. ბევრია სამუშაო, მათ შორის ამ შეთანხმებების აღსასრულებლად, ბევრია სასწავლი და შესამეცნებელი, მათ შორის საკუთარ თავთან დაკავშირებითაც. უნდა დავასრულო ძალიან მნიშვნელოვანი ლექსების კრებული და ორ წამოწყებულ წიგნზეც გავაგრძელო მუშაობა. ამიტომაც, შედარებით იშვიათად შეგეხმიანებით, თუმცა, არც მთლად დაკარგვას ვაპირებ“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ