გიორგი ბოტკოველი - ვეტო რეალურად დაძლეული არ არის - ის, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ჩაიდინა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომ ასე მაქინაციებით გააუქმონ ყველა არსებული კანონი, რომელიც ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს

ვეტო რეალურად დაძლეული არ არის. ის, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ჩაიდინა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რომ ასე მაქინაციებით გააუქმონ ყველა არსებული კანონი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხის კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა რა იქნება უმრავლესობის და ზოგადად, ხელისუფლების პასუხი ვითომ დაძლეულ ვეტოსთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვნახეთ პირდაპირი, აღიარებითი ჩვენებები, რომ არ იყვნენ საკმარისი რაოდენობით, მაგრამ მაქინაციებით მოახერხეს რაღაც პროცედურების განხორციელება. ფაქტი ერთია - ვეტო არ არის დაძლეული რეალურად. ის, რაც ჩაიდინა „რუსულმა ოცნებამ“ და უმრავლესობამ, არის საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომ ასე მოპარვით, მანიპულირებით, მაქინაციებით გააუქმონ ყველა არსებული კანონი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხის კეთილდღეობას“,- აღნიშნა ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება