ანა დოლიძე - მოვითხოვთ ჩატარდეს საჯარო სივრცეების უსაფრთხოების აუდიტი, რა ინიციატივაც საკრებულოში გასულ წელს წარვადგინეთ

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და საკრებულოსა და მერიას მოუწოდებს, უსაფრთხოების აუდიტი ჩაატაროს.

„მორიგი ბავშვი დაიღუპა. რატომ უნდა ვიცხოვროთ ასე, ძალიან გასაბრაზებელია. 2022 წლის 4 ნოემბერს, ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ, საკრებულოში წარდგენილი გვაქვს უსაფრთხოების აუდიტის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ქ.თბილისის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სივრცეების შემოწმებას. საჯარო სივრცეების აუდიტი არის მიღებული ფორმა ყველა ნორმალურ ქვეყანაში, რომელიც შევთავაზეთ მერიას და საკრებულოს. წელიწადია ეს იდეა უდევთ და რატომ უნდა ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში ქვეყანა, არ მესმის. უსაფრთხოების აუდიტი რომ ჩატარებულიყო, არც ფანჩატურის პრობლემა იქნებოდა და არც სხვა რამის. საქალაქო სამსახურს უნდა შეემოწმებინა ყველა პარკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორ შეიძლება შემთხვევიდან შემთხვევამდე ვიყოთ მშობლები და ვუყუროთ, როგორ სვამენ ყავას ფეხი-ფეხზე გადადებულები საკრებულოს შენობაში. არ ყოფნის ამას კალაძის პრანჭვა ეკრანებთან, ყველა უნდა იყოს უსაფრთხოდ და მარტო თვითონ არ უნდა იყოს უსაფრთხოებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონ არ დადიან საჯარო სივრცეებში, მათ აქვთ თავიანთი ბაღები, დიდი ღობეებით და არა საჯარო სივრცეები, სადაც ჩვენ ყველა დავდივართ. მხოლოდ თავის ჭიპზე მზრუნველი ხელისუფლებაა ეს. ინიციატივა დევს და არის აუცილებლად გასაკეთებელი“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით