ოდესის პორტი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში ბოლო გემმა დატოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთი 27 ივნისის შემდეგ არ თანხმდება ახალი გემების რეგისტრაციას და შეთანხმების ვადა ხვალ ამოიწურება, თუ მოსკოვი მის გაგრძელებას არ დათანხმდება.
გაერო-ს პრესსპიკერის განცხადებით, გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ელოდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პასუხს შეთანხმების გახანგრძლივების წინადადებაზე.
რუსეთი გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლით ხშირად იმუქრება. შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლევა, 17 მაისს 2 თვით გახანგრძლივდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"