GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა თანამშრომლებს სამომავლო გეგმები და ხედვები გააცნო

GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლებთან შეხვედრების ფარგლებში ოთხ ძირითად, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

ხოსე მიგელ სანტოსმა ჟინვალჰესის, ღრმაღელეს სათავე ნაგებობის, სატრანსპორტო, საავარიო და სამშენებლო სამსახურების, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისა და სათავო ოფისის თანამშრომლებს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და Aqualia-ს სამომავლო და საინვესტიციო გეგმები გაუზიარა.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.

ხოსე მიგელ სანტოსმა აღნიშნა, რომ Aqualia-ს გრძელვადიანი და ოპერატიული მართვის გეგმები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ახალი ეტაპის დასაწყისის გარანტია. კომპანია თავის საექსპერტო და პროფესიულ საერთაშორისო კვალიფიკაციას თბილისის წყალმომარაგების განვითარებისთვის მაქსიმალურად გამოიყენებს.

“თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ „ჯივიპის“ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ესპანელი სპეციალისტების გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების გაზიარებით”, - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

„ჯივიპის“ ახალი მფლობელი წამყვანი ესპანური წყალმომარაგების კომპანია Aqualia 2023 წელს წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. Aqualia დღეს 43 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 18 ქვეყანაში ემსახურება, მათ შორის უკვე საქართველოშიც.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით