სერგო ჩიხლაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ განვიხილავთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე, თანამშრომლობა ყველა სხვა პროდასავლურ ძალასთან გრძელდება და გარკვეულ საკითხებზე აუცილებლად გვექნება კოორდინაცია

უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ და პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ გავაძლიეროთ ფლანგი, რასაც ევროპული, პროდასავლური ოპოზიცია ჰქვია და დანარჩენი, ვის მძლავრი ცენტრი ექნება და ვინ რამდენ ხმას აიღებს, ეს კონკურენციის საგანი. მთავარია არ გამეორდეს 2016 წლის შეცდომა, როდესაც ოპოზიციის მიერ აღებული ხმების 21% დაიკარგა, უმეტესი წილი წავიდა „ქართული ოცნებისკენ“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას განიხილავს.

„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და კიდევ სხვა პოლიტიკურ აქტორებთან ერთად ვზრუნავთ, რომ დიდი პოლიტიკური, თუნდაც ზეპარტიული პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. თუ იქნება ოპოზიციის ასეთი მეორე და მესამე ცენტრი - ეს ძალიან კარგი იქნება და რაც მეტი ხმა დაგროვდება ოპოზიციის ველზე, ეს იქნება ძალიან კარგი.

უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ და პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ გავაძლიეროთ ფლანგი, რასაც ევროპული, პროდასავლური ოპოზიცია ჰქვია და დანარჩენი ვის მძლავრი ცენტრი ექნება და ვინ რამდენ ხმას აიღებს ეს კონკურენციის საგანია. მთავარია არ გამეორდეს 2016 წლის შეცდომა, როდესაც ოპოზიციის მიერ აღებული ხმების 21% დაიკარგა, უმეტესი წილი წავიდა „ქართული ოცნებისკენ“.

ამ ეტაპზე მოცემულობა არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად განვიხილავთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. რა ფორმატით და როგორ ეს უახლოეს კვირებში ცნობილი გახდება, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ თანამშრომლობა ყველა სხვა პროდასავლურ ძალასთან გრძელდება და გარკვეულ თემატურ საკითხებზე ჩვენ აუცილებლად გვექნება კოორდინაცია“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში