კონკურენციის ეროვნული სააგენტო - საქართველოში 2023 წლის II კვარტალში 6808 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 6808 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა. მათივე ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 6800 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 8 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა ყველა მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა.

„ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას კონცენტრაცია ექვემდებარება, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ, ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-ამდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. მიმდინარეობს საქმისწარმოება 2 დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს