„ევროპული პარადიგმის“ ეგიდით საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

„ევროპული პარადიგმის" ეგიდით საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტები, დაესწრნენ.

დისკუსიის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება იყო.

როგორც დისკუსიის ორგანიზატორმა გოგი ჩახუნაშვილმა განაცხადა, ევროპაში საქართველო აუცილებლად შევა, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

„პირველ რიგში, მინდა მთელს საქართველოს მივულოცო ევროპული პარადიგმის დაბადების დღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა თაობის, ყველა პროფესიის წარმომადგენელი, იმის მიუხედავად, ვინ რომელ პარტიას აძლევს ხმას, ვსხედვართ დღეს ერთად საქართველოს გადასარჩენად, ამ სიტყვის სრული უფლებით. ერთ მხარეს არის რუსეთი, მეორე მხარეს არის ევროპა, ამიტომ, დღეს ინტელექტუალურად დატვირთული პროფესიონალები გამოთქვამენ თავის აზრს, რომელმაც უნდა გაუადვილოს საქართველოს ევროპულ ვექტორზე სიარული. ეს არ იქნება ერთჯერადი, ჩვენი შეკრება იქნება თვეში ერთხელ, გავაკეთებთ ანალიზს, ყველა პროფესიონალის აზრს გავითვალისწინებთ და დავუდებთ წინ როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ისევე მივმართავთ მთავრობას, რომ ჩვენ გვსურს ერთი რამ, ევროპაში შევიდეთ უმტკივნეულოდ. ევროპაში ჩვენ აუცილებლად შევალთ, მაგრამ უნდა შევიდეთ უმტკივნეულოდ“, - განაცხადა გოგი ჩახუნაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს