ბათუმში ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მოსამართლეები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო პრაქტიკას განიხილავენ

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, 29-30 ივლისს, ბათუმში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სამოქალაქო საქმეების სასამართლო პრაქტიკის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, CLDP-ის და საქპატენტის ერთობლივი ღონისძიება გახსნა CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა სკიპ მარკმა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ვასილ მშვენიერაძემ.

„ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს უზენაესი, თბილისის სააპელაციო და საქალაქო, მცხეთის რაიონული, ბათუმის საქალაქო და საოლქო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოების 25 მოსამართლე, ასევე 2 მოსამართლე აშშ-დან და 1 მოსამართლე ევროკავშირიდან.

შეხვედრის მიმდინარეობისას ქართველი მოსამართლეები გაეცნობიან აშშ-ს სასამართლო პრაქტიკას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე. კონკრეტული სასამართლო საქმეების მაგალითებზე დაყრდნობით, ქართველი და უცხოელი კოლეგები განიხილავენ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, შეხვედრაზე ქართველ მოსამართლეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიზიარონ ამერიკელი და ევროპელი მოსამართლეების დავების განხილვის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს ქართველ მოსამართლეებს მათ მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დარგის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფლებების სათანადოდ დაცვა, ასევე აღსრულების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება. ამდენად, სასამართლო გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ სისტემის გაძლიერების საქმეში, მით უფრო, რომ ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით იხვეწება საქართველოს კანონმდებლობაც. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შედარებითი ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, მომზადდა და მიღებულ იქნა ცვლილებები საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში, ასევე მომზადდა და მიღებულ იქნა საპატენტო კანონის ცვლილებების პროექტი. ამჟამად, განიხილება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღება, რომელიც ასევე საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ეფუძნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?