გია ვოლსკი - ევროკავშირის მოხსენებამ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში

ევროკავშირის მოხსენებამ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ანგარიში პოზიტიურია, ზოგიერთ საკითხზე კი კრიტიკა გარკვეული კონიუნქტურით და ოპოზიციის ინტერესებით არის განპირობებული.

"მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა ძალიან ბევრი პოზიტივი წერია, არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა დავუთმოთ და ეს მოხსენება რასაკვირველია მნიშვნელოვანია. მოხსენება რომც არ იყოს, იმ თემებზე, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, სისტემატური მუშაობაა საჭირო, მაგრამ მთლიანობაში პოზიტიური მოხსენებაა და ვფიქრობ ამან განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში, რაც არ არის კარგი. მოწინავეთა რიგებში საქართველო იყო და არის არამარტო სამეულის ფორმატში, არამედ ევროკავშირშიც ბევრ ქვეყანას ბევრი მაჩვენებლით უსწრებს წინ", - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, როცა კრიტიკა, მათ შორის, კვლავ ისმის სასამართლო სისტემაზე, რამდენად სწორია ის, რომ ცვლილებების პროექტი სასამართლოსთან დაკავშირებით უმრავლესობამ მხოლოდ სამი მოსმენის შემდეგ გააგზავნა ვენეციის კომისიაში, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს მისაღებია.

"მიგვაჩნია, რომ არის საკითხები, რომელზეც კრიტიკა მოსასმენია, მაგრამ არის თემები, სადაც კრიტიკა განპირობებულია გარკვეული კონიუნქტურით და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით. ვენეციის კომისიაში გადაგზავნა, თუნდაც, სამჯერ მოსმენილი კანონის, ვფიქრობ ნორმალურია და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, თუ რაიმე შენიშვნები არსებობს, უნდა დავსხდეთ ვიმსჯელოთ, კარგი იქნება, რომ ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენ არ მოველით, რომ რევოლუციურ კომიტეტს ასეთი განწყობა ექნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად