შალვა პაპუაშვილი - ISFED-ის დონორმა, USAID-მა მინიმუმ  3 კვირით ადრე იცოდა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები  სწორი არ იყო და დღემდე არ მოგვისმენია  განმარტება, რატომ უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას ამას

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებიდან 40-ე დღეს აღიარა ISFED-მა, რომ შედეგები, რომელიც მათ გამოაცხადეს, სწორი არ იყო და ეს აღიარება მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტი შეიკრიბა.

„ზუსტად პარლამენტის შეკრების დღეს, საღამოს აღიარა ISFED -მა თავის ე.წ. შეცდომა. ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, რომ როგორც აღმოჩნდა, ამ მომენტამდე მინიმუმ 3 კვირით ადრე ISFED -ის დონორმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია სწორი არ იყო და დღემდე არ მოგვისმენია განმარტება USAID-ის მხრიდან რატომ უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას, პარტნიორს - საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტს. მაშინ, როდესაც ქუჩაში იმართებოდა დემონსტრაციები სწორედ ამ კამპანიაზე დაფუძნებით. დღემდე ამაზე პასუხი არ არის და გაურბიან პასუხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, USAID-ის მხრიდანაც დაფიქსირდეს ამაზე პოზიცია, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, რომ მათ შეატყობინეს დონორს და, თუკი დონორმაც იცოდა, რატომ უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ვხედავდით, რომ ხმის პარალელური დათვლის (PVT) ეს ყალბი რიცხვები გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით