თენგიზ ფხალაძე - ჩინეთთან ურთიერთობა სერიოზული კომპონენტია, კითხვები გააჩინა სიტყვამ - “სტრატეგიული პარტნიორობა” - დოკუმენტში ჩინეთის ინტერესები მაქსიმალურადაა ასახული, რასაც ვერ ვიტყვი საქართველოზე

როდესაც ვლაპარაკობთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ დერეფანზე, ცხადია, რომ ამ კონტექსტში ჩინეთთან ურთიერთობა სერიოზული კომპონენტია. კითხვები გააჩინა სიტყვამ - “სტრატეგიული პარტნიორობა” , - ამის შესახებ ექსპერტმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხი შეაფასა.

როგორც ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, დოკუმენტში ჩინეთის ინტერესები მაქსიმალურად არის ასახული, საქართველოზე კი იგივე არ ითქმის.

„ ჩინეთთან სიტყვა „სტრატეგიული პარტნიორობა“, არც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში ყოფილა ნახსენები და არც პრიორიტეტებში, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ეს არ არის მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა და ის, თუ რას გულსიხმობს სტარტეგიული პარტნიორობა.

ცხადია, ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც ჩინეთია, ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა, მთავარია რამდენად მოვახერხებთ შეთანხმების ისე გაფორმებას, რომ მაქსიმალურად იყოს ასახული საქართველოს ეროვნული ინტერესები.

თუკი გაფორმებულ დოკუმენტს ჩავუღრმავდებით, გარკვეული კითხვები ჩნდება. ერთ-ერთი პირველი მუხლი არის ის, რომ მხარეები ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. საქართველო მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პოლიტიკას. აქ ჩნდება მარტივი კითხვა: საქართველოს მსგავსი პრობლემა არ აქვს? დოკუმენტში ჩინეთის ინტერესები მაქსიმალურად არის ასახული, რასაც ვერ ვიტყვი საქართველოზე“, - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე შეფასებით, თუკი ქვეყანა მემორანდუმის ხელმოწერისთანავე ვერ ახერხებს იმ სტრატეგიული ინტერესების ჩამონათვალის ჩადებას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ ბევრი კითხვა ჩნდება.

„რატომ ავიღეთ ვალდებულებები, რომლებიც მომავალში პრობლემების მეტს არაფერს გვაძლევს. მაშინ, როდესაც დღეს ვერ მოვახერხეთ დოკუმენტში ჩაგვესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მუხლი. ჩინეთის ინვესტიციებზე შემჯდარი, უფრო მეტად მოვახერხებთ ამ თემების დაბალანსებას? სტრატეგიული პარტნიორობა კარგია თუკი შენი ინტერესები მაქსიმალურად გაქვს წარმოდგენილი. თუკი მემორანდუმის ხელმოწერისთანავე ვერ ახერხებ იმ სტრატეგიული ინტერესების ჩამონათვალის ჩადებას, რომელიც შენთვის სასიცოცხლოა, მაშინ ბევრი კითხვა ჩნდება“,- განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ნაბიჯი განხილული იყოს, როგორც რეგიონში ამერიკის გავლენის შესუსტებისთვის გადადგმული ნაბიჯად, ექსპერტი ასე პასუხობს: „დოკუმენტში რამდენიმე ინიციატივაზე გვაქვს მხარდაჭერა გამოცხადებული, რომელიც გულისხმობს დასავლეთის გავლენის შემცირებას. ასეთი კითხვების საფუძველს ეს ტექსტი ქმნის“, - აღნიშნა ფხალაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით