ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა. ინფორმაციას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კედელი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გახსნა.

„ეროვნულ ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი ანწუხელიძის კედელი გავხსენით გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, რომელსაც მალე ჩვენი ოსტატი თენგიზ მოდუ გააფორმებს“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე წლებია არსებობს დამოუკიდებლობის დარბაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბოლო 30 წლის ისტორიას ასახავს. ამ დარბაზში არის საქართველოს მავთულხლართებით დაფარული სიმბოლური რუკა. კედელს, სადაც ეს რუკაა განთავსებული, აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ