ანა დოლიძე - გამოაგდეს კობახიძე და გადავიდნენ ტაქტიკაზე: “გაშავება”  - საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამათთან, დაზარალებულებს ერჩიან

გზავნილებში აიბნენ, კობახიძე გამოაგდეს და ჩვეულებრივ ტაქტიკაზე გადავიდნენ - “გაშავება , - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ საკუთარ „ფეისბუქზე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები შოვში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებსაც კი ერჩიან.

„აიბნენ გზავნილებში, გამოაგდეს კობახიძე და გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: “გაშავება”. ლიტერატურაში ამას ჰქვია - პერსონაჟის მკვლელობა, ანუ თავს ესხმი და აზიანებ პიროვნებას. ხალხის გადარჩენა კი არა, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამათთან, დაზარალებულებს ერჩიან. გავატაროთ ეს და დავსვათ და დავსვათ კითხვები. ეს ჩვენი ვალია, დღეს მომავალი თაობების წინაშე“, - წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპეკულაციები იყო და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს.

“საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი“, - დასძინა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში