ირაკლი კობახიძე - მესიჯი, რომ კანდიდატის სტატუსს ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არაა, ეს ხომ სისულელეა? - თუ ხელისუფლება არ იმსახურებს სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს? არ მოგვენიჭება!

მესიჯი, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არაა. თუ ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს? არ მოგვენიჭება! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება.

„ამ ათი ქვეყნიდან, თუ ვინმე 2030 წლისთვის მზად იქნება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი იქნება საქართველო, თავისი ეკონომიკური მოცემულობით, თავისი დემოკრატიული სისტემით, ყველა მაჩვენებლით. შესაბამისად, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას. საქართველო იქნება პირველი და მოწინავე 2030 წლისთვის იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია. როდესაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი უპირისპირებდა იმ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს, რომლებიც აქვს დასახული საქართველოს მთავრობას, ასეთ დროს ნებისმიერი უარი არის მარტივად ახსნადი. საქართველოს მთავრობას აქვს სახელმწიფოს გაძლიერების მიზანი, მათ შორის საგარეო პოზიციების გაძლიერების მიზანი. ჩვენ ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ამის საპირისპირო ინტერესებით. აქედან გამომდინარე, მთავრობის ნებისმიერი უარი, არის აბსოლუტურად ლოგიკური.

მან საქართველოს პარლამენტის შენობაში პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მან პირდაპირ თქვა. თქვენ გგონიათ ევროკავშირში სულელები სხედან? ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს? ეგ ხომ სისულელეა, ასე ხომ არ იღებენ ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტილებას?! მათთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლება და ხალხი არის ერთი და იგივე, რადგან ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ეს მესიჯი, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არაა. თუ ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს? არ მოგვენიჭება! სწორედ ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ის პირდაპირ უპირისპირდება, უხეშად უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინტერესებს, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, გვაქვს ინტერესი, რომ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო