პაატა მანჯგალაძე - „ოცნების“ ლიდერებო, გამოდით და ფარისევლურად მაინც დაგმეთ ძალადობა, თორემ ხომ იცით, გამოცდილია, „ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მიიღებს ცხვირში“

„ქართული ოცნება“ რა დღეში ჩაგაგდოთ სიხარბემ, როგორ სულ დაკარგეთ ადამიანის სახე?! - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ოზურგეთის საკრებულოს წევრს და სხვა წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ.

პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწოდებს, ძალადობა დაგმონ, ხოლო შს მინისტრმა დამნაშავეები დააკავოს.

„რას ითხოვდნენ ჩოხატაურში შეკრებილი ადამიანები, ნოდარ დუმბაძის სკვერი იქნებ მაინც შევინარჩუნოთო და ამის გამო ფიზიკურად უსწორდებით? რომელი უფლებით?!

ვის წარმოადგენთ? ვინც დაგეგმეთ, ვინც განახორციელეთ, გგონიათ ადამიანები ხართ ამის მერე?

მთავარია, რამე არ მოგაკლდეთ და მზად ხართ ადამიანი დაგლიჯოთ? ესაა „ქოცური“ დემოკრატიის სახე, ესაა მათი ადამიანობა, ასე ესმით კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ქრისტიანობის დაცვა.

„ოცნების“ ლიდერებო, გამოდით და ფარისევლურად მაინც დაგმეთ ძალადობა, თორემ ხომ იცით გამოცდილია, „ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მიიღებს ცხვირში“.

და კიდევ, გომელაურო, თუ საერთოდ რამეს წარმოადგენ, ახლავე დააკავე ეს „ზონდერ“ მოძალადეები. არა ძალადობას! არა „ქოცობას!", - “,-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ჩოხატაურში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები თავს დაესხნენ. პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ნაცემია ათამდე ადამიანი და დაშავებულთა შორის არიან ქალებიც.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა