გიორგი კეკელიძეს ფესტივალზე „ზე-კარი“ ჯილდოდ საპატიო ყაბალახი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ხულოში გამართულ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ზე-კარი“ ჯილდო - საპატიო ყაბალახი - გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიმბოლური პრიზი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერისა და მათ განვითარებაში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

„ხულოში, „Ze-kartan • საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ზე-კართან“ მთავარი ჯილდო - #საპატიოყაბალახი მომახვიეს. მადლობა სიმბოლური პრიზის გადმოცემისთვის ზვიად კვარაცხელიას. მადლობა აჭარლებს დიდი და დაუმსახურებელი სიყვარულისთვის“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ