თეა წულუკიანი - მინდა პარლამენტის გარეთ მდგარ სულ ერთი მუჭა ხელოვანებს, რომელთაც დღეს სახელოვნებო რევოლუციის მოხდენა უნდოდათ, მივუსამძიმრო კრახი - ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოთ

მინდა პარლამენტის გარეთ მდგარ სულ ერთი მუჭა ხელოვანებს, რომელთაც დღეს სახელოვნებო რევოლუციის მოხდენა უნდოდათ, მივუსამძიმრო კრახი და ვუთხრა: თქვენ პარლამენტში წარმომადგენლები არ გყავთ! თქვენ ბრძოლის მცდარი იარაღი გაქვთ შერჩეული და ფუჭ ბრძოლაში ხართ ჩართული! მე თქვენი მოკავშირე ვარ, მაგრამ გაჯერებენ, რომ ვარ არა მოკავშირე, არამედ მოწინააღმდეგე, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების მისამართით კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

მინისტრმა მათ პარტნიორების რეჟიმში გადასვლა შესთავაზა და მიმართა, რომ “მათი ბრძოლის იარაღი არმაზ ახვლედიანი ვერ იქნება“.

“მინდა იმ 60-ოდე ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ხელოვანებს მივმართო - მე მათ არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ამბობენ, ხელოვანები არიან, პარლამენტის გარეთ დგანან და ჩემი მინისტრობის პირობებში განხორციელებულ ნაბიჯებს აპროტესტებენ - ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოთ! კიდევ ერთხელ გთავაზობთ, გადმოდით პარტნიორობის რეჟიმში, ვინაიდან ჩვენ ვართ მათ შორის თქვენთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და თქვენი შემოქმედებითი პროცესის განხორციელება შევძლოთ.

თქვენ, ვინც პარლამენტის შენობის წინ დგახართ და იმ რეფორმებს აპროტესტებთ, რასაც მე კულტურის სფეროში ვატარებ, დღეს დაინახეთ, რომ სულ ტყუილად იმუშავეთ. ძალიან ბევრი იმუშავეთ იმისთვის, რომ მათ შორის მწვავე კითხვები შეგედგინათ და ეს კითხვები ჩემთვის დაგესვათ, მაგრამ კითხვები ცარიელ სკამებს გამოატანეთ! თქვენ ამ ხალხმა გიღალატა! მათ შემოსვლა შეეძლოთ, ნაცვლად ამისა, ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა ტანზე უზრდელობით სავსე პლაკატი შემოიხვია, შეეძლო დაბრძანებულიყო, როგორც ლამაზმა თინიკომ თქვა, პარლამენტი არის სასაუბრო და გვესაუბრა, მათ შორის მწვავე დისკუსია გვქონოდა...

დესტრუქციული ოპოზიცია მისი ამომრჩევლის ინტერესს ვერ წარმოადგენს. მათ ისიც კი არ შეუძლიათ, რომ მოვიდნენ, დასხდნენ და დებატი გამართონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ის "მინისტრის საათის" ფორმატში იყო მიწვეული.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს