საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი დოკუმენტი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარატიფიკაციო დოკუმენტი -„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება" გულისხმობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან პერსონალის გამოყოფას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო შესაბამის შემთხვევაში, ფინანსურ დახმარებას 10 000 000 ევროს ოდენობით რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად.

ამასთან, პროექტებს შორისაა: პროფესიული განათლება საქართველოს მზარდ სექტორებში; მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში; ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში; ასევე, კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

შეთანხმებით განსაზღვრულია გარკვეული საგადასახადო შეღავათები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ სარატიფიკაციო დოკუმენტს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო