რომან გოცირიძე სუს-ის განცხადებაზე - „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდასავლურ ძალად ჩამოყალიბდა - ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესების მსახურება

„ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდასავლურ ძალად ჩამოყალიბდა - ანტიდასავლური ისტერიის ფონზე სტატუსის მოცემა გაჭირდება, - ამის შესახებ ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც „რევოლუციურ სცენართან“ დაკავშირებით სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ანტიდასავლურ ისტერიას მიზანმიმართულად იწყებს სტატუსის საკითხის განხილვის თარიღის მოახლოების პარალელურად.

„ეს ემსახურება იმას, რომ ეს ყველაფერი დროში დაემთხვეს კანდიდატის სტატუსის მიღების განხილვას, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ანტიდასავლური ისტერიის წამოწყებას და ეს გაგრძელდება არა მხოლოდ ოქტომბერში, არამედ 12 დეკემბერამდე, როცა ჩვენ სტატუსი უნდა მოგვანიჭონ და გამოაგორებენ ახალ- ახალ საკითხებს. ამ ფონზე ბუნებრივია, ძალიან გაძნელდება სტატუსის მოცემა იმის მიუხედავად, რომ მთელს ევროკავშირს სურს სტატუსი მივიღოთ, თუნდაც გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმის გამო, რომ რუსეთთან პირისპირ არ დავრჩეთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ ქვეყნის ევროკავშირში სვლას ხელი შეუშალონ, ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერრსების მსახურება", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ,"- აღნიშნულია სუს- ის განცხადებაში.

ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში და ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში". პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, დასჭირდებათ განმარტებები, თუ რატომ დააფინანსა "იუესაიდმა" ტრენინგი, რომლის "პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო