საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღსანიშნად მზადება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღსანიშნად მზადება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მეცნიერების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. როგორც რექტორის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი საინჟინრო სკოლა ამ მნიშვნელოვან თარიღს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.

„წელს 22 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც UNESCO-მ 10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2001 წლიდან ყოველ წელს აღინიშნება მეცნიერების მსოფლიო დღე, რომლის ლეიტმოტივი მშვიდობისა და განვითარებისკენაა მიმართული. ამდენად ყოველწლიურად იკრიბებიან მეცნიერები, რათა ფართო საზოგადოების ყურადრება მიიქციონ არსებული სამეცნიერო საკითხების განსახილველად. ეს დღე ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების აქტუალობას ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი ორმაგ შინაარს ატარებს, პირველი, მოვემზადოთ და 10 ნოემბრს მეცნიერების დღესთან დაკავშირებით გავმართოთ ფართო ბრიფინგი და მეორე, ჩვენ გვჭირდება კლასტრერული ინტეგრაცია, რაც დარგთაშორისი ცოდნის გაზიარებაა. ჩვენი კვლევითი სფეროს პოტენციალი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ დღევანდელ დღეს სჭირდება ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაცია. ასეთ შეხვედრებს მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინიციატივით ვატარებდით და ჩავთვალოთ, რომ ეს შეხვედრები იქნება რეგულარული“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიღწევებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე, მეცნიერებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით