ანრი ოხანაშვილი - ერთი წინადადება წამიკითხეთ კონსტიტუციურ წარდგინებაში, სადაც ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდება განცდა, რომ იმპიჩმენტი არის სადამსჯელო ღონისძიება

კონსტიტუციურ წარდგინებაში ერთ წინადადებას ვერ წამიკითხავთ, სადაც ობიექტური სამართლებრივი განცდა დაგრჩებათ, რომ ის აგებულია სამართლისგან დაცლილად და თითქოს გარკვეულ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გთხოვთ, ერთი წინადადება წამიკითხეთ კონსტიტუციურ წარდგინებაში, სადაც ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდება განცდა, რომ ეს არის სადამსჯელო წარდგინება და იმპიჩმენტი არის სადამსჯელო ღონისძიება და არა სამართლებრივი. ეს რომ ასე იყოს, იმპიჩმენტის პროცედურა არ უნდა არსებობდეს,“ - მიმართა ოხანაშვილმა ჟურნალისტს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ მოსამართლეს არ უთქვამს მტკიცებით ფორმაში, რომ მმართველი გუნდის პოზიცია არ არის არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებული.

„მოსამართლემ თქვა, რომ მას სჭირდება ამ მსჯელობის ფარგლებში კიდევ არგუმენტები, რომელიც მას საბოლოოდ, შესაძლებლობას მისცემს, გადაწყვეტილებაში გამოსახატად შესაბამისი აზრი შეიქმნას. ეს სავსებით ლოგიკურია. თითოეული მოსამართლე ამ ინტერესით არის დღეს აქ შეკრებილი, რომ ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდოთ. განხილვის არსი ეს არის,“ - აღნიშნა ოხანაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის