თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილს - რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა?

როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვა და საერთოდ რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე, იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ? - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც გააპროტესტა ამკრძალავი ნორმა, რომლითაც პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.

თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს წარსული საქმიანობა შეახსენა, რა დროსაც დეპუტატის თქმით, შალვა პაპუაშვილი წიგნებს გამოსცემდა გამოხატვის თავისუფლებისა და ზოგადი უფლებების შესახებ.

„ბატონო შალვა დღეს დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა სიურპრიზად თქვენი ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს უკრძალავთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ბევრ წიგნს გამოსცემდა GIZ -ში მუშაობისას, გამოხატვის თავისუფლებაზე, უფლებებთან დაკავშირებით. თუ გიფიქრიათ იმაზე, ეს რა შედეგის მომტანი იქნება. როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების ასეთი შეზღუდვა და საერთოდ, რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე, იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?“- განაცხადა კორძაიამ.

დეპუტატ თამარ კორძაიას შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „ქალბატონო თამარ, უპირველეს ყოვლისა, რასაც ვცდილობდი მე მაშინ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებიდან, ეს იყო იურისტების კომპეტენციის ამაღლება, ეს იყო მთავარი მიზანი. თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვერ მივაღწიეთ ამ მიზანს“.

ცნობისთვის, პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საკითხი ეხება აპარატის იმ წევრებს, რომლებიც ჟურნალისტებს კომენტარს პარლამენტში დეპუტატებისთვის განკუთვნილ ადგილზე აძლევენ.

„რაც შეეხება იმას, თითქოს, აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციაზე ჟურნალისტებს შეზღუდვა უწესდებათ, აქ საქმე ეხება პარლამენტის თანამშრომლების შინაგანაწესს. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს „ლელოს“, „საქართველოსთვის“ პარტიის წევრები ფრაქციის აპარატში ჰყავს გაფორმებული და ხელფასს ფრაქციის აპარატიდან უხდიან, რაც პრობლემა არაა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, ჟურნალისტებს კომენტარს პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილ ადგილზე აძლევენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს