შალვა პაპუაშვილი - პრემიერმა ქვეყნის მეთაურებისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა მიიღო - ასეთი განცხადებები გვჭირდება და არა ის, რომელიც გვქონდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თანხმობის გარეშე იმყოფებოდა ვიზიტში

მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ქვეყნის მეთაურებისგან მიიღო პოზიციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრემიერის ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი მხარდაჭერა გვჭირდება შეხვედრების შემდეგ და არა ის, რაც პრეზიდენტის ვიზიტების შემდეგ იყო.

მისივე თქმით, ერთადერთი შედეგი, რაც პრეზიდენტის ვიზიტმა მოგვიტანა, იყო ის, რომ ლატვიის პრეზიდენტმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება, როგორც წინაპირობა, დააყენა ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ამ მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერია წარმოდგენილი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან, ქვეყნის მეთაურებისგან მიიღო პოზიციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

სწორედ ეს არის ის, რასაც ვგულისხმობთ ჩვენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ასეთი განცხადებები გვჭირდება ჩვენ შეხვედრების შემდეგ არა და ის, რომელიც გვქონდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თანხმობის გარეშე იმყოფებოდა ვიზიტში.

ვნახეთ ერთადერთი შედეგი, რაც [პრეზიდენტის ვიზიტმა] მოგვიტანა - ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, რუსეთის სანქციების დაწესება, როგორც წინაპირობა დააყენა ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის. ეს არის სხვაობა მთავრობისა და პრეზიდენტს მიდგომას შორის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით“. პრემიერმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. მისი თქმით, ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?