ლევან ხაბეიშვილი - რვა თვის განმავლობაში მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი არ მიმაჩნია სწორად - კონკრეტულ ადამიანებთან, რომელთაც კობახიძეს, რუსულ პარტიას, პროპაგანდას გადაასწრეს, ვწუხვარ, მაგრამ საერთო არაფერი გამოვა

გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ - ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი რომელიც დადგა, უბრალოდ მიიღონ და რვა თვის განმავლობაში ცოტა არ იყოს და მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი, მე არ მიმაჩნია სწორად , - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად არის, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა რვა თვის გამავლობაში პარტიული მარცხი.

“ვწუხვარ, რომ საკმაოდ არასაქმიანი შეხვედრა გამოვიდა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის გარდა, ახსენებენ აბსოლუტურად ყველაფერს, ძალიან ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მათ შორის, იმ ხალხს ვინც წარმოდგენილი იყო გუშინ ამ შეხვედრაზე. ვიმედოვნებ, რომ დროს არ დახარჯავენ “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციაში. არ შეეჯიბრებიან “პოსტივის” და ტელეკომპანია “იმედს” “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვაში. არ გაუწვენ კონკურენციას კობახიძეს, მდინარაძეს, ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, რომ ლანძღონ მთავარი ოპოზიციური პარტია. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ. მე ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი რომელიც დადგა უბრალოდ მიიღონ და რვა თვის განმავლობაში ცოტა არ იყოს და მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი, მე არ მიმაჩნია სწორად. ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა ცხადია მივესალმებით. ცხადია, კარი არის ღია და ნებისმიერ ადამიანთან სათანამშრომლოდ მზად ვართ, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა ამ რვა თვის გამავლობაში პარტიული მარცხი. შესაბამისად, ვწუხვარ გულწრფელად, რომ ნაცვლად იმისა, რომ რაღაც საქმიანი დისკურსიას ჰქონოდა ადგილი, ჩვენ მივიღეთ დღე როცა კონკრეტული ადამიანები, სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლანძღვა. იმ პარტიის ლანძღვა, რომელსაც თავს ესხმის სამთავრობო, რუსული პროპაგანდისტული მედიები, კობახიძე, ღარიბაშვილი და რუსული პარტია”, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდებით თუ არა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია პარტიას დატოვებს, რაზეც ხაბეიშვილი ამბობს, რომ არანაირი ინტერესი არ აქვს, ნიკა მელია რას გააკეთებს.

“არანაირი ინტერესი არ მაქვს, ეს ერთი კონკრეტული ადამიანი { ნიკა მელია}, რას გააკეთებს. საქმიანად, ვისაც უნდა რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა მზად არის “ნაციონალური მოძრაობა” მასთან ერთად იბრძოლოს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებთან, რომელთაც გადაასწრეს კობახიძეს, რუსულ პარტიას, “პოსტივის”, “იმედს” და მათ პროპაგანდას, ვწუხვარ, მაგრამ არაფერი საერთო არ გამოვა”, - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო