გეოგრაფიული აღნიშვნა „ხვანჭკარა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ხვანჭკარა“ „საქპატენტში“ 2005 წლის 14 ივლისს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „ხვანჭკარის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

წარმოვიდგინოთ, 1944 წელია, მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა. თეირანში იმართება უმაღლესი დონის კონფერენცია, ერთმანეთის პირისპირ სხედან სტალინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, მაგიდაზე კი დგას ქართული ღვინო „ხვანჭკარა“. სტალინის მხრიდან, იმ დღის მთავარი სამასპინძლო სასმელი იყო ხვანჭკარა, რომელსაც რუზველტის დიდი მოწონება ხვდა წილად და, საომარი ვითარების მიუხედავად, საუბრის გარკვეული ნაწილი შეეხო ამ და სხვა ქართული ღვინის გატანას კალიფორნიაში.

როგორ გაგრძელდა ქართული ღვინის გასვლა ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ეს ცალკე ისტორიაა, მაგრამ კონკრეტულად „ხვანჭკარას“ რომ დავუბრუნდეთ, რაჭაში უნდა ვიმოგზაუროთ. რაჭის მხარეში შევდგამთ თუ არა ფეხს, პირველ მასპინძლად ნიკორწმინდის ტაძარი დაგვხვდება. XI საუკუნის ნაგებობა, რომლის მთავარი შესასვლელი კარი მთლიანად ვაზის ბარელიეფით არის მორთული. ტაძრის გარე-ჩუქურთმებშიც იძებნება ყურძნის დეტალები და ეს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი გვაფიქრებინებს, რომ ვაზის კულტურა ჯერ კიდევ XI საუკუნეში იყო გავრცელებული რაჭაში.

რაც შეეხება „ხვანჭკარას“, მის წარმოშობას სათავეში ედგა რაჭის თავადი დიმიტრი ყიფიანი - მეცენატი, კაცი, რომელმაც 1912 წელს დააფინანსა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. სწორედ დიმიტრი ყიფიანმა XIX საუკუნის ბოლოს არასრული დუღილის შეჩერებით, ბუნებრივად მიიღო ნახევრადტკბილი ღვინო. მას საკუთარი სახელი - „ყიფიანის“ ღვინო დაარქვა, ჩამოასხა და რამდენიმე ისეთ ქალაქში გაიტანა გასაყიდად, სადაც ვაჭრობა უკვე განვითარებული იყო. მოგვიანებით ამ ღვინოს სოფლის სახელი „ხვანჭკარა“ დაერქვა, რომელიც 2005 წელს დარეგისტრირდა, როგორც ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ხვანჭკარა“.

ხვანჭკარა წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა ღია ლალისფრიდან მუქ ლალისფრამდე შეფერილობით. მისი არომატი და გემო არის უზადო, მიკრობიოლოგიურად ჯანსაღი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხავერდოვანი, სასიამოვნო სიტკბოთი სავსე, რაც მოცემული არეალის მიკროკლიმატის პირობებში მოწეული ყურძნის ადგილობრივი ჯიშების უნიკალობისა და ორიგინალური ტექნოლოგიის გამოყენების შედეგია. ხვანჭკარა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ამ სოფლის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან და მისი შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 23%-ისა. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა კი არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები.

ერთი საუკუნის განმავლობაში ხვანჭკარას მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო გამოფენაში და დაჯილდოებულია ოქროს მედლებითა და საპრიზო ადგილებით. მისი გამარჯვებების მცირე ჩამონათვალი ასეთია: 1900 წელი, ყიფიანის ღვინის სახელით, ბათუმის პირველი სასოფლო-სამეურნეო გამოფენა; 1907 წელი - ყიფიანის ღვინის სახელით, გრან პრი ბელგიის საერთაშორისო გამოფენაზე; 1996-2000 წლები - 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე; 2000 წელი - გრან პრი და ოქროს მედალი სოჭის საერთაშორისო გამოფენაზე.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა