ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აღარ არსებობს - უკვე  ყველაფერი „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს ექვემდებარება

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აღარ არსებობს - არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს, ყველაფერი „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს ექვემდებარება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტის კენჭისყრას პარლამენტში არ დაესწრება და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს, „ქართული ოცნება“ ამ ფარსში მარტო დატოვონ“.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ აკონტროლებს „ქართული ოცნება“, სასამართლოს კლანი, სწორედ მათი წევრებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ დიდი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ იყო და კიდეც ვამბობდით, რომ იქნებოდა განსხვავებული აზრები, ისიც ვიცოდით, ვინ დაწერდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას - გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი, დანარჩენმა მხარი დაუჭირეს განა კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ ნორმების სამართლებრივ განმარტებას, არამედ მხარი დაუჭირეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ ვერსიას სამწუხაროდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც აღარ არსებობს, არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს, რომელიც რაიმე ობიექტურ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი ექვემდებარება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს. მეორე არის, რომ როგორ მოხდება ამ საკითხის განვითარება პარლამენტში. „გახარიების“ განცხადებები ცოტა არასერიოზულია, მითუმეტეს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის ნაწილში მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი გახარიას რა როლი აკისრია ზოგადად ივანიშვილის კარზე და ქართულ ოპოზიციაში, ეს არასერიოზული თემა არის, მაგრამ იმავდროულად ჩვენ იმთავითვე, როდესაც ეს საკითხი პირველად გაჟღერდა, მაშინვე განაცხადა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ეს არის პოლიტიკური ფარსი, ამ მანიპულაციაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, არ დავესწრებით კენჭისყრის პროცედურას და მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გამოირიცხოს ის ინტერპრეტაციები, დავტოვოთ ყველამ დარბაზი და ამ პოლიტიკურ მანიპულაციაში და ფარსში „ქართული ოცნება“ დავტოვოთ მარტო“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა