გია ხუხაშვილი - პრეზიდენტი პარლამენტში რომ მივა, იცით რა გამოჩნდება? - გამოჩნდება, რომ ის კი არ არის „კოჭლი იხვი“, არამედ დარბაზში მსხდომი არიან ერთი კაცის მფლობელობაში არსებული „კოჭლი იხვების ფერმა“ - ამ კონტრასტის ჩვენება უნდა პრეზიდენტს

პრეზიდენტს უნდა იმის ჩვენება, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ეს პოლიტიკური „შპანა“. ეს არის „შპანა“, ეს ხომ პოლიტიკური გუნდი არ არის, „ქართულ ოცნებაში“ რასაც ვხედავთ, ამის ჩვენება უნდა, ეს კონტრასტი უნდა დავინახოთ პარლამენტში, ვინ არიან ესენი და ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ხვიჩია იქ საერთოდ ზედმეტია, მეცამეტე გოჭად უნდა დაჯდეს თუ რისთვის შედის ? - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის გატანის დღეს პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც არ აპირებენ იმპიჩმენტის მხარდაჭერას, სხდომაზე არ უნდა შევიდნენ, ხოლო ვინც სესიას დაესწრება, უნდა იცოდეს, რომ „პოლიტიკაში ამის შემდეგ მათი ადგილი არ იქნება.

„პარლამენტში რომ მივა სალომე ზურაბიშვილი, იცით რა გამოჩნდება? - მარტო რომ შევა, გამოჩნდება, რომ ის კი არ არის „კოჭლი იხვი“, არამედ დარბაზში ვინც იჯდება, ისინი არიან ერთი კაცის მფლობელობაში არსებული „კოჭლის იხვების ფერმა“.

მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის კრისტალიზაცია, არც ერთი ოპოზიციონერი, ვინც ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, უბრალოდ დარბაზში არ უნდა შევიდეს. ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი დისკუსია უბრალოდ აზრს დაკარგავს. ვინც იქ შევა, ყველა „აპრავებს“ ხელისუფლების ქმედებას და ესე იგი ძალიან ცუდ თამაშს ეწევა. თუ ხვიჩიას ჰგონია, რომ ჭკვიანურ ფინტებს ატარებს, ეს ასე არ არის, 2 კვირაა ფულზე ლაპარაკობს, ფულს არ იხდიანო. ვინც შევა, უნდა იცოდეს, რომ ის არის ეჭვმიტანილი იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, ამ ორლესულ ბრძოლაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტიას შორის მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტს აქვს ყველა პოლიტიკური კოზირი, რომ ეს ბრძოლა მოიგოს.

„ოპოზიციის ნაწილი რაღაც შეთქმულების თეორიებშია წასული, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინას თამაშია. არ იცნობთ ამ ბიძინას, მე ვიცნობ და სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ბიძინას თამაში. ბიძინა ივანიშვილი არ არის ასეთი ჭკვიანი და ყოვლისშემძლე, როგორც ამ ხალხს ჰგონია. თვითონვე ქმნიან ბიძინას მითოლოგიას, რომ ის ზეადამიანია. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს ამბობს, რაც სათქმელია, უბრალოდ პერსონალიზაციას არ აკეთებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ეს წმინდა პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. ახლა დაიძაბება ვითარება, ვიღაცასთან მოლაპარაკებები ხომ უნდა გაიმართოს პიკზე, ხიდების დაწვა პოლიტიკაში მტერთანაც კი არ შეიძლება. სალომე ზურაბიშვილი ინარჩუნებს მანევრს, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს სჭირდება, მან იცის, რომ თუ ვინმეს უნდა ელაპარაკოს, უნდა ელაპარაკოს ბიძინას და ესენი [„ქართული ოცნება] ვის დაკარგვიან, რომ რევერანსებით იყოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი ძალის კრიტიკას, რომ პოლიტიკური „ომი“ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო, ხუხაშვილი საპასუხოდ განმარტავს, რომ ზურაბიშვილმა ომი კი არ დაიწყო, მან რაღაც მომენტში გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი ანუ ინსტიტუციური ლიდერი გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მანამდე ის იყო „ქართული ოცნების“ ნაწილი, შესაბამისად, ეს არ მოეწონა ხელისუფალს. როგორც კი ის ერთი წლის წინ შევიდა პრეზიდენტის რეალურ კონსტიტუციურ ფუნქციაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, არის ძალიან ძლიერი პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი დღეს არის ხელისუფლების ოპონენტების ფლანგზე ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურა. შესაბამისად მას შეუძლია, რომ გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ერთგვარი ორთქლმავალი. თუ ოპოზიცია იქნება ადეკვატური და შეთქმულების თეორიებში ღრმად არ შევა, „მიშა- გრიშას“ არ მიაბამენ ამ საკითხს, ოპოზიციაც მოგებული დარჩება. ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს მასთან, უნდა გაკეთდეს გარკვეული პოლიტიკური მაგიდა, რომელიც კარგი გაგებით შეაზანზარებს ხელისუფლებას, რევოლუცია და მჭადის გადაბრუნება კი არა“, - განაცხადა ხუხაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხუხაშვილის განმარტებით, პროცესმა აჩვენა, რომ მონოლითს ბზარი შეეპარა.

„კარგ ამბავს გეტყვით და ცუდ ამბავსაც გეტყვით - ცუდი ამბავი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი, ერთ კაცს უდევს ჯიბეში. ფაქტობრივად, წმინდა წყლის რელიგიური მონოთეისტური ორგანიზაციაა შექმნილი, სადაც ერთი უზენაესია და ყველაფერი მისი ნებით ხდება და მას ემორჩილება. საკონსტიტუციოც აღმოჩნდა ამ მრევლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

კარგი ამბავი ის არის, რომ სამოქალაქო გმირობა გამოავლინა სამმა მოსამართლემ, ანუ მთლიანად მაინც ვერ აკონტროლებენ და თვითონ ამ მანკიერ სისტემას კოროზია შეეპარა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოების გამარჯვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ აქვს შანსი, რომ ამ წუმპიდან ამოვიდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო