მამუკა ახვლედიანი - ხელისუფლებამ ფაქტობრივად, სასამართლო სისტემა გააუქმა - გამოდის, პრეზიდენტს მილოცვის მიღება და პოსტის დადებაც არ შეუძლია მთავრობის ნებართვის გარეშე, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ

ფაქტობრივად, დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა გააუქმა, - ასე შეაფასა საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მისი განცხადებით, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ ვიზიტის გამო დაიწყო იმპიჩმენტი. სატელეფონო ზარები და ნებისმიერი რამ უნდა შეთანხმდეს მთავრობასთანო, ასეთი რამ წარმოუდგენელია და ამას კონსტიტუცია არ ითხოვს. უბრალოდ, გვინდა, რომ ასე განვმარტოთ და ასე განმარტავთო, ასეთი რამ დაადგინა სასამართლომ, რაც არის წარმოუდგენელი და გაუგებარი, მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში.

მოსამართლეები ასე ვიწროდ არ უნდა მსჯელობდნენ. ეს არის ვიწრო აზროვნების და გარკვეული შეხედულების გაზიარება. მოსამართლეს უფრო ფართო აზროვნება უნდა ჰქონდეს. ისინი უნდა ხედავდნენ იმ სიტუაციას, რა პროცესები მიმდინარეობს და რისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ეს არ არის მხოლოდ დაპირისპირების ნაწილი. მიმაჩნია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია და თან იმ მომენტში, როცა უახლოეს კვირებსა და თვეებში ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისი შეფასებით, როდესაც მმართველი პარტია პრეზიდენტთან პირადი უთანხმოების გამო იმპიჩმენტს იწყებს, ეს არის სიგნალი ევროპისთვის, რომ სახელმწიფო არ ცდილობს, ევროპული გზით იაროს.

„მე არ ვარ პრეზიდენტის დიდი დამცველი, ძალიან კრიტიკულად ვარ მის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი პოზიცია აბსოლუტურად გამართლებული იყო და ქვეყნის ინტერესს შეესაბამებოდა“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მას მიაჩნია, რომ გაბედული და სწორია იმ მოსამართლეების პოზიცია, რომლებიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ წავიდნენ.

„მოსამართლე არ უნდა ხედავდეს კანონის ვიწრო განმარტებებს. ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, თუნდაც ის კონტექსტი, რა სიტუაციაში და პერიოდში ხდებოდა ეს ყველაფერი, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. პირიქით, მათ ხელი შეუშალეს მომავალშიც პრეზიდენტის საქმიანობას და მის ჩართულობას ევროინტეგრაციის კუთხით. გამოდის, რომ მას მოლოცვის მიღებაც და პოსტის დადებაც კი არ შეუძლია მთავრობის ნებართვის გარეშე. სამწუხაროდ, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ“,-განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა.

კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა